---
title: "მუხლი 48. საანგარიშო ტყეკაფი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/48"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "48"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 48. საანგარიშო ტყეკაფი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 48 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/48

1. სამინისტრო ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე, ტყის მართვის ორგანოს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით, ტყით გრძელვადიანი სარგებლობის განსახორციელებლად ადგენს სამეურნეო ჭრით დასამზადებელი ხეტყის ყოველწლიურ შესაძლო ოპტიმალურ ოდენობას − საანგარიშო ტყეკაფს.

2. დასაშვებია სამინისტროს მიერ საანგარიშო ტყეკაფის გაზრდა ან შემცირება ტყეთმოწყობის მასალების, ტყის დაცვის რეჟიმის, კატეგორიისა და სხვა ისეთი პირობების შეცვლისას, რომლებიც გავლენას ახდენს ტყის მდგომარეობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/47.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/49.md
