---
title: "მუხლი 49. ტყეკაფის განსაზღვრა/გამოყოფა — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/49"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "49"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. ტყეკაფის განსაზღვრა/გამოყოფა — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 49 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/49

1. ტყეკაფი განისაზღვრება მერქნის დამზადების მიზნით 2 წლამდე ვადით ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად.

2. სამეურნეო ჭრის საანგარიშო ტყეკაფის გადამეტებით განხორციელება დასაშვებია მხოლოდ წინა წელს აუთვისებელი ტყეკაფის ხარჯზე.

3. ტყეკაფის გამოყოფის წესები დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/50.md
