---
title: "მუხლი 5. ტყეზე საკუთრების უფლება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/5"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "5"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ტყეზე საკუთრების უფლება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 5 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/5

1. ტყეზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან. საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური ან კერძო საკუთრების.

2. სახელმწიფო ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის  მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში.

3. მუნიციპალური ტყე არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომლის მიმართ მმართველობით უფლებამოსილებებს ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.

4. კერძო საკუთრების ტყე არის საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

5. ავტონომიურ რესპუბლიკას ტყე საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ტყე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე ხელოვნურადაა გაშენებული და აკმაყოფილებს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინის „ტყე“ განმარტების მოთხოვნებს.

6. ამ კოდექსით დადგენილი წესები ვრცელდება საქართველოს ტყეზე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/6.md
