---
title: "მუხლი 51. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/51"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "51"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 51 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/51

1. დაუშვებელია მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის სათანადო დოკუმენტის გარეშე ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება. ტყის ტერიტორიაზე ამ კოდექსის მოთხოვნათა დაცვით დამზადებული ხეტყის ტყიდან ტრანსპორტირებისთვის თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გაიცემა ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ტყის მართვის ორგანო. იგი ხეტყის საკუთრების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია.

3. აკრძალულია ხეტყის ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე ტრანსპორტირება. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვნის შემთხვევაში წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ მაკონტროლებელ ორგანოს.

4. ხეტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი დგინდება „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით“.

5. საქართველოს ტერიტორიაზე (მათ შორის, საქართველოს ტყეში) ხეტყით სარგებლობასთან, ხეტყის მოძრაობასა და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით ტყის მართვის ორგანოს შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში. ეს სისტემა საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის ნაწილია და მისი წარმოების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს მინისტრი. მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემას აწარმოებენ ამ კოდექსის 21-ე მუხლით განსაზღვრული ტყის მართვის ორგანოები, აგრეთვე სხვა სათანადო პირები მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.
თავი VII
ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/52.md
