---
title: "მუხლი 52. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/52"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "52"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 52 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/52

1. ტყის მართვის ორგანო ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დასამზადებლად ტყით სპეციალურ სარგებლობას ახორციელებს ამ კოდექსის საფუძველზე, ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური პირისთვის ან/და იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭებით.

2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა გულისხმობს კომერციული მიზნებისთვის მათ ხელმისაწვდომობას.

3. ამ მუხლით განსაზღვრული სახის ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ტყის მდგრადი მართვის ინტერესებს.

4. „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის, ამ კონვენციის II დანართში შეტანილი მცენარეთა სახეობების ნიმუშების კომერციული მიზნით ექსპორტისთვის ბუნებაში მოპოვების ლიცენზიის, ამავე კონვენციის III დანართში შეტანილ მცენარეთა წარმოშობის სერტიფიკატის (CITES-ის წარმოშობის სერტიფიკატი), ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩით სარგებლობის ლიცენზიის (შემდგომ − ლიცენზია) გაცემის წესები და პირობები დგინდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/53.md
