---
title: "მუხლი 53. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/53"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "53"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 53. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 53 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/53

1. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით.

2. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობს შეარჩევს ტყის მართვის ორგანო ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე.

3. ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების წესი, მათ შორის, ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული მეწარმე ფიზიკური პირისთვის ან/და იურიდიული პირისთვის შესაბამისი უფლების მინიჭების წესი, დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.
საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1772 – ვებგვერდი, 01.07.2026წ.
თავი VIII
პლანტაციური მეურნეობის მოწყობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/54.md
