---
title: "მუხლი 58. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/58"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "58"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 58. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 58 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/58

საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს ამ უფლების განსახორციელებლად აუცილებელი შენობა-ნაგებობების, მათ შორის, კვების ობიექტებისა და დამხმარე სათავსების, აშენებას, მოწყობილობებისა და სპორტული ინვენტარის დამონტაჟებას, სასეირნო ბილიკებისა და გადასახედების მოწყობას შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/57.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/59.md
