---
title: "მუხლი 61. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/61"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "61"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის სამართლებრივი საფუძვლები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 61 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/61

1. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვით ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართოს აღნიშნული ტყის მართვის ორგანო. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმა შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყითსარგებლობაზე გაცემული თანხმობა ძალას იძენს შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემისთანავე. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სალიცენზიო/სანებართვო საფასურსა და მოსაკრებელს.

2. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.

3. ტყითმოსარგებლე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმას, რომელიც ტყითსარგებლობის განხორციელებისთვის სავალდებულო დოკუმენტია.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.
თავი XII
ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/62.md
