---
title: "მუხლი 62. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/62"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "62"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 62. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 62 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/62

1. ცხოველთა თავშესაფარი და სანაშენე ეწყობა გარეულ ცხოველთა სახეობების შენარჩუნების ან გამრავლების/მოშენების და რეალიზაციის მიზნით.

2. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება 1 ჰა-ზე 20 მ
3
-ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. დასაშვებია ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოსაწყობად ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/61.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/63.md
