---
title: "მუხლი 64. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/64"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "64"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 64 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/64

1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს კავშირგაბმულობის ქსელების გაფართოებასა და სრულყოფას.

2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს იმ ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება 1 ჰა-ზე 20 მ
3
-ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. თუ აღნიშნული ნაგებობის განსათავსებლად სხვა ფართობის შერჩევა შეუძლებელია, დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა არაუმეტეს შერჩეული ტყის ფართობის 20%-ისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/65.md
