---
title: "მუხლი 66. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/66"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "66"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 66 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/66

1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა გულისხმობს ისეთი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო საქმიანობის განხორციელებას, რომელიც დაკავშირებულია ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის ფართობის ან/და ტყის რესურსების ამ საქმიანობის მიზნებისთვის აუცილებელი მოცულობითა და აუცილებელ ფარგლებში გამოყენებასთან.

2. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა ხორციელდება სამეცნიერო და პედაგოგიური ავტონომიურობისა და აკადემიური პატიოსნების პრინციპების დაცვით. ტყის მართვის ორგანომ აღნიშნული საქმიანობა შეიძლება შეზღუდოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ტყის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/67.md
