---
title: "მუხლი 67. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/67"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "67"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 67 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/67

1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

2. დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს.

3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ტყის მართვის ორგანო.
თავი XV
განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/68.md
