---
title: "მუხლი 70. საქართველოს ტყის დაცვის მიზნები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/70"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "70"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 70. საქართველოს ტყის დაცვის მიზნები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 70 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/70

1. საქართველოს ტყის დაცვის მიზნებია:
ა) ტყეში ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) ტყის ნიადაგის ეროზიის, დაჭაობების, ღვარცოფის, ზვავისა და სხვა ისეთი პროცესის თავიდან აცილება, რომელიც ნიადაგის მდგომარეობას აუარესებს;
გ) ხელუხლებელი ტყის თვითმყოფადობის შენარჩუნება;
დ) მცენარეთა რელიქტური, ენდემური და სხვა იშვიათი სახეობების დაცვა.

2. საქართველოს ტყე დაცული უნდა იყოს:
ა) ხანძრისგან;
ბ) ტყის მავნებელ-დაავადებებისგან;
გ) ტყითსარგებლობისა და სხვა ღონისძიებებით დადგენილი წესების დარღვევისგან;
დ) უკანონო ჭრისგან;
ე) სანიტარიული მდგომარეობის გაუარესებისგან;
ე
1
) ტყის ნიადაგის დაზიანებისგან;
ვ) სხვა უარყოფითი ანთროპოგენური ზემოქმედებისგან.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/71.md
