---
title: "მუხლი 74. ტყის დაცვის ღონისძიებების დაფინანსება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/74"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "74"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. ტყის დაცვის ღონისძიებების დაფინანსება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 74 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/74

1. ტყის დაცვის ღონისძიებები ფინანსდება შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან. ამ მიზნით შეიძლება სხვა თანხების გამოყენებაც.

2. კერძო საკუთრების ტყის დაცვის ღონისძიებებს აფინანსებს კერძო მესაკუთრე. აღნიშნული ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს სახელმწიფო თანადაფინანსებით, თუ აუცილებელია ტყის დაცვის ერთიანი, ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარება.
თავი XVII
ტყის აღდგენა-გაშენება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/75.md
