---
title: "მუხლი 75. ტყის აღდგენა-გაშენების მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/75"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "75"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. ტყის აღდგენა-გაშენების მიზანი — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 75 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/75

1. ტყის აღდგენა-გაშენება არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ქარისმიერი, წყლისმიერი და სხვა ეროზიული პროცესებისგან ნიადაგის დაცვა, აგრეთვე ტყით დაუფარავ ფართობზე მდებარე დაბალი სიხშირისა და წარმადობის კორომების სახეობრივი შემადგენლობისა და პროდუქტიულობის, ტყის დაცვითი და სხვა სასარგებლო ფუნქციების გაუმჯობესება.

2. ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/76.md
