---
title: "მუხლი 77. სატყეო მეთესლეობა — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/77"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "77"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. სატყეო მეთესლეობა — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 77 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/77

1. ტყის აღდგენა-გაშენებით მაღალპროდუქტიული, მიზნობრივი ტყის ან/და პლანტაციის შექმნის საფუძველია სატყეო მეთესლეობა.

2. სატყეო მეთესლეობის მოწესრიგებისა და განვითარების მიზნით ხორციელდება ტყის მერქნიან სახეობათა:
ა) დარაიონება;
ბ) მუდმივი სათესლე უბნების მოწყობა;
გ) სათესლე მასალის ბანკის შექმნა.

3. ტყის მერქნიან სახეობათა თესლების დამზადების, გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით უნდა განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები.

4. ტყის აღდგენა-გაშენებისას გამოიყენება ტყის მერქნიან სახეობათა მაღალი ხარისხის თესლები, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში თესლები შესაბამის კონდიციამდე მიიყვანება.

5. ტყის აღდგენა-გაშენებისას დაუშვებელია დარაიონებული სახეობების თესლებისა და სარგავი მასალის სხვაგან გამოყენება, აგრეთვე შეუმოწმებელი და დაუდგენელი ხარისხის თესლების გამოყენება.

6. ტყის მერქნიან სახეობათა თესლების დამზადებისა და გამოყენების წესი დგინდება „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულებით.
თავი XVIII
ტყის მოვლა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/78.md
