---
title: "მუხლი 78. ტყის მოვლა და მისი მიზნები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/78"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "78"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 78. ტყის მოვლა და მისი მიზნები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 78 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/78

1. ტყის მოვლა არის ღონისძიებათა სისტემა, რომლის უმთავრესი მიზნებია:
ა) ტყის სოციალური და ეკოლოგიური ფუნქციების (ნიადაგდაცვითი, წყალ- და კლიმატმარეგულირებელი და სხვა სასარგებლო ფუნქციების/ თვისებების) შენარჩუნება და გაუმჯობესება;
ბ) ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესება;
გ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება;
დ) სარგებლობის მიზნით ტყეში ფართობის ერთეულიდან მისაღები მერქნის მოცულობის გაზრდა.

2. ტყის მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების დაცვით.

3. ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებით მიიღება შესაბამისი მოცულობის მერქნული რესურსი. ამ რესურსის განკარგვის წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულებით.

4. კორომთა ხნოვანების, ფუნქციისა და მდგომარეობის გათვალისწინებით ხორციელდება მოვლითი ჭრა, სანიტარიული ჭრა და სარეკონსტრუქციო ჭრა.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/77.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/79.md
