---
title: "მუხლი 79. მოვლითი ჭრა — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/79"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "79"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 79. მოვლითი ჭრა — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 79 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/79

მოვლითი ჭრა ხორციელდება 0,7 ან 0,7-ზე მეტი სიხშირის მწიფე ხნოვანებამდე კორომში. მისი მიზანია შერჩეული ხეების ამორჩევითი ჭრის მეთოდით მოჭრის შედეგად განსაზღვრული ადგილისთვის დამახასიათებელი ძვირფასი, მეურნეობისთვის სასურველი სახეობის ხეების ფართობის ერთეულზე თანაბარი განაწილება, მათი განათებით უზრუნველყოფა, აგრეთვე ხის ღეროსა და ვარჯის სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და მერქნის შემატების ზრდისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/გაუმჯობესება.
საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1098 – ვებგვერდი, 24.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/78.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/80.md
