---
title: "მუხლი 8. დაცული კატეგორიის ტყე — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/8"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "8"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. დაცული კატეგორიის ტყე — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/8

1. დაცულ ტყეს მიეკუთვნება:
ა) ტყე, რომელსაც მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი. მისი მართვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად;
ბ) ბუნებრივი ლანდშაფტის წარმომქმნელი ჭალის ტყე და არიდული ტყე, აგრეთვე ტყე, რომელშიც ეროვნულ დონეზე დაცული ტყის შემქმნელი სახეობების კონცენტრაცია მაღალია (გაბატონებულია).

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყე არის პირველი კატეგორიის დაცული ტყე, რომელზედაც დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების საფუძველზე ვრცელდება დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტყე არის მეორე კატეგორიის დაცული ტყე, რომელიც შეიძლება იყოს პოტენციური/სარეზერვო დაცული ტერიტორია, სადაც დაცული ტერიტორიების ქსელი ფართოვდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისა და გრაფიკის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/9.md
