---
title: "მუხლი 86. სპეციალური მოთხოვნები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/86"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "86"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 86. სპეციალური მოთხოვნები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 86 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/86

1. მეტყევესა და სატყეო საქმის სპეციალისტს საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას უნდა ეცვათ შესაბამისი სპეციალური სამსახურებრივი ტანსაცმელი.

2. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სამსახურებრივი ტანსაცმლის მიმართ სპეციალურ მოთხოვნებს და მათი შრომის უსაფრთხოების წესებს ადგენს სამინისტრო „სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ“ დებულებით. ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები და წესები დგინდება შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან მუნიციპალიტეტის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/85.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/87.md
