---
title: "მუხლი 88. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირების განხორციელებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/88"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "88"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირების განხორციელებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანო — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 88 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/88

მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის თანამდებობათა რანგირებას ახორციელებს და საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ადგენს სამინისტრო „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ დებულებით. ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის შემთხვევაში აღნიშნული რანგირება ხორციელდება და მოთხოვნები დგინდება შესაბამისად ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ან მუნიციპალიტეტის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თავი XX
მეტყევისა და სატყეო საქმის სპეციალისტის სოციალური დაცვის გარანტიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/89.md
