---
title: "მუხლი 90. ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისება — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/90"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "90"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 90. ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისება — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 90 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/90

1. მეტყევის წახალისების ღონისძიებაა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით „საქართველოს დამსახურებული მეტყევის“ წოდების მინიჭება.

2. ტყის სფეროში 10 წლის ან 10 წელზე მეტი ხნის მუშაობის გამოცდილების მქონე პირის წახალისების ღონისძიებაა წარმატებული მუშაობისთვის სპეციალური სამკერდე ნიშნით დაჯილდოება.

3. ტყის სფეროში დასაქმებული სხვა პირის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წახალისების ღონისძიება − მადლობის გამოცხადება.

4. „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესი“ მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი XXI
პასუხისმგებლობა კოდექსის დარღვევისთვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/89.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/91.md
