---
title: "მუხლი 94. პროფესიული განათლების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/94"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "94"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. პროფესიული განათლების საკითხის მოწესრიგება გარდამავალ პერიოდში — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 94 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/94

1. ამ კოდექსის ამოქმედებამდე ტყის სფეროში დასაქმებული პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 2025 წლის ბოლომდე განახორციელოს არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარება.

2. სატყეო საქმის სპეციალისტად დასაქმებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისი პროფესიული საქმიანობის აკრძალვას ამ კოდექსის 87-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის საფუძვლით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/95.md
