---
title: "მუხლი 95. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები — საქართველოს ტყის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/95"
law: "საქართველოს ტყის კოდექსი"
article: "95"
identifier: "5949-სს"
adopted: "2020-05-22"
consolidated_as_of: "2026-06-24"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95. კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი ნორმატიული აქტები — საქართველოს ტყის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-24. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ტყის კოდექსი, მუხლი 95 (consolidated as of 2026-06-24), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/95

1. საქართველოს მთავრობამ 2030 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს „ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის“ განსაზღვრის კრიტერიუმები და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემის წესი.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:
ა) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება;
ბ) „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულება;
გ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულება;
დ) „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულება;
ე) „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულება.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ:
ა) 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:
ა.ა) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ“;
ა.ბ) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“;
ა.გ) „ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხის შესახებ“;
ა.დ) „ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“;
ა.ე) „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“;
ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები:
ბ.ა) „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“;
ბ.ბ) „ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის შესახებ“.

4. ამ მუხლით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებამდე/გამოცემამდე მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსის მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4874066-sakartvelos-tqis-kodeksi/96.md
