---
title: "მუხლი 5. სააგენტოს საქმიანობის მიზნები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/5"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4893222"
adopted: "2020-06-12"
consolidated_as_of: "2025-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. სააგენტოს საქმიანობის მიზნები — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2025-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/5

სააგენტოს საქმიანობის მიზნებია:
ა) საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირების მათზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისებით უზრუნველყოფა;
გ) თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/6.md
