---
title: "მუხლი 7. სააგენტოს მართვა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/7"
law: "საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 4893222"
adopted: "2020-06-12"
consolidated_as_of: "2025-04-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. სააგენტოს მართვა — საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ

> Text consolidated as of 2025-04-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-04-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/7

1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).

2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს − ბრძანებებს;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს და ამტკიცებს მათ სამუშაო აღწერილობებს;
ე) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;
ზ) ახორციელებს სააგენტოს დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. (ამოღებულია - 02.04.2025, №
404);

4. (ამოღებულია - 02.04.2025, №
404).
საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №404 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4893222-sajaro-samartlis-iuridiuli-piris-tsipruli-mmartvelobis-saagentos-shesa/8.md
