---
title: "მუხლი 13. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/13"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "13"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/13

1. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის სამართავად საქართველოს მთავრობა ამტკიცებს აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმას. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის მიზნებია:
ა) ჯანსაღი გარემოსა და ეკოლოგიური სერვისების შენარჩუნება;
ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის დაცვის უზრუნველყოფა;
გ) დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სოციალური ან/და ეკონომიკური სარგებლის მიღების უზრუნველყოფა;
დ) სხვადასხვა საქმიანობას შორის კონფლიქტების თავიდან აცილება;
ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის ბუნებრივი ან/და კულტურული თავისებურებების დაცვა.

2. აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა უნდა შეიცავდეს:
ა) ამ გეგმის მიზნებისა და ფარგლების შესახებ ინფორმაციას;
ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის საზღვრების გეოგრაფიულ აღწერილობას;
გ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონასა და მის მიმდებარე ზონაში არსებული რესურსების აღწერილობას;
დ) აკვაკულტურის საქმიანობის აღწერილობას: მოწყობილობები, გამოყენებული სახეობები, წლიური წარმადობა, მცურავი საშუალებები, კვება და სხვა;
ე) აკვაკულტურისთვის გამოყოფილ ზონაში განთავსებული შუქურებისა და მოწყობილი მონიშვნების მართვისა და ფუნქციონირების აღწერილობას;
ვ) სამეცნიერო და ტექნიკური მონიტორინგისა და მასში მონაწილე უწყებების შესახებ ინფორმაციას;
ზ) აკვაკულტურის ობიექტთა − ცხოველთა ჯანმრთელობის ზედამხედველობის პროგრამას და მისი მართვის შესახებ ინფორმაციას;
თ) დაავადებისა და სხვა აუცილებელ (მაგალითად, დაღვრის, ნარჩენების) შემთხვევებში საგანგებო სიტუაციის გეგმის შემუშავების შესახებ ინფორმაციას;
ი) სხვა ინფორმაციას, რომელიც შეეხება აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის სათანადოდ გამოყენებასა და მართვას, აგრეთვე აკვაკულტურის საქმიანობის მდგრადობას.

3. აკვაკულტურის სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის მოთხოვნები, რომლებიც სანებართვო პირობების ნაწილია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/14.md
