---
title: "მუხლი 14. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/14"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "14"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/14

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად და აკვაკულტურის დასაცავად, აგრეთვე საზღვაო ეკოსისტემაზე თევზის მეურნეობის  შესაძლო შეუქცევი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად მინისტრის ბრძანებით მტკიცდება გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა.

2. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა ითვალისწინებს მონაცემების ჩაწერის სისტემისა და მათი ანალიზის პროცედურებს, აგრეთვე აკვაკულტურის ნებართვის გამცემისა და აკვაკულტურის სუბიექტის ვალდებულებებს.

3. გარემოსდაცვითი მონიტორინგის პროგრამა აღწერს ნიმუშების აღების პროცესს და გარემოს ხარისხის განსაზღვრისთვის საჭირო საქმიანობას, აგრეთვე ითვალისწინებს სხვა აუცილებელ ღონისძიებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/15.md
