---
title: "მუხლი 16. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მიმართ მოთხოვნები და მათი შესრულება — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/16"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "16"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მიმართ მოთხოვნები და მათი შესრულება — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/16

1. აკვაკულტურის ნებართვის მფლობელი ვალდებულია საზღვაო წყლებში:
ა) განათავსოს შუქურები, ტივტივები ან/და მოაწყოს მონიშვნები აკვაკულტურის ნებართვით განსაზღვრული აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მოსანიშნად/გასამიჯნად;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შუქურებზე, ტივტივებზე ან მონიშვნებზე დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს განათება ან/და სიგნალი/სიგნალები;
გ) დაამონტაჟოს და შეინარჩუნოს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭირო სხვა მოწყობილობები.

2. დაუშვებელია აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მოსანიშნად/გასამიჯნად გამოყენებული შუქურას, ტივტივას ან მონიშვნის ან შუქურასთვის, ტივტივასთვის ან მონიშვნისთვის გამოყენებული განათების ან სიგნალის გადაადგილება, განადგურება, დაზიანება, შეცვლა.
თავი V. ხმელეთზე განთავსებული აკვაკულტურის კონსტრუქცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/17.md
