---
title: "მუხლი 23. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/23"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "23"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების უფლება — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/23

1. აკვაკულტურის სუბიექტს უფლება აქვს, აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე არაუადრეს 6 თვისა და არაუგვიანეს 3 თვისა მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის არაუმეტეს 20 წლით გაგრძელება.

2. აკვაკულტურის სუბიექტის განაცხადის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების არსებობისას აკვაკულტურის ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ.

3. პირს − აკვაკულტურის სუბიექტს შეიძლება აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უარი ეთქვას, თუ:
ა) მან განაცხადის წარდგენამდე 3 წლის განმავლობაში დაარღვია სანებართვო პირობები ან/და დარღვევა დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრა;
ბ) მას შეუწყდა აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლება ან იგი არ ასრულებს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
გ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეესაბამება სივრცის დაგეგმარების გეგმას;
დ) აკვაკულტურის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეესაბამება გარემოს დაცვის ინტერესებს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/24.md
