---
title: "მუხლი 29. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანა და გადაზიდვა — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/29"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "29"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანა და გადაზიდვა — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/29

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახეობის შემოყვანა და გადაზიდვა (გარდა ტრანზიტისა) ხდება სააგენტოს თანხმობით, აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს დასკვნის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო სახეობის შემოყვანა და გავრცელება არ შეცვლის ან არ დააზიანებს წყლის სხვა ცოცხალ რესურსებს, მათ ჰაბიტატებს და შესაბამის ეკოსისტემას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/30.md
