---
title: "მუხლი 30. აკვაკულტურის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესი — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/30"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "30"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. აკვაკულტურის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოყვანის წესი — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/30

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად უცხო სახეობის შემოსაყვანად წარსადგენი განაცხადის ფორმა, ამ განაცხადისთვის დასართავი დოკუმენტების ნუსხა, უცხო სახეობის შემოყვანის წესი და პირობები, აგრეთვე მის შემოყვანაზე თანხმობის გაცემის ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2. უცხო სახეობის შემოყვანისა და გადაადგილების კონტროლის მიზნით მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება იმ სახეობების ნუსხა, რომლებიც საქართველოს წყლებში ბინადრობენ. ყველა სხვა სახეობა, რომლებიც ამ ნუსხით გათვალისწინებული არ იქნება, უცხო სახეობად იქნება მიჩნეული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/31.md
