---
title: "მუხლი 31. აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობა — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/31"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "31"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობა — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/31

1. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად ამა თუ იმ ადგილის, წყლის, ტექნიკის, მეთოდის ან მოწყობილობის გამოსაკვლევად ან საცდელი მიზნით სახეობის კულტივირებისთვის ან მოშენებისთვის სააგენტო გასცემს თანხმობას აკვაკულტურის კვლევაზე.

2. აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობა გაიცემა 3 წლამდე ვადით. ეს თანხმობა არ განახლდება. აკვაკულტურის კვლევით მიღებული შედეგები, დასკვნები და ინფორმაცია გაზიარებული უნდა იქნეს სამინისტროსთვის.

3. აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/32.md
