---
title: "მუხლი 33. აკვაკულტურის პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტთან დაკავშირებული მოთხოვნები — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/33"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "33"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. აკვაკულტურის პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტთან დაკავშირებული მოთხოვნები — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/33

1. აკვაკულტურის პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და იმპორტის პირობები, სერტიფიცირების მოთხოვნები, აკვაკულტურის ობიექტის ჯანმრთელობასა და მის პროდუქტთან დაკავშირებული მოთხოვნები, აგრეთვე წყლის ცხოველის ზოგიერთი დაავადების თავიდან აცილებისა და კონტროლის წესი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.

2. საქართველოს ტერიტორიაზე გადაზიდვისას და რეალიზაციისას საქართველოში წარმოებულ აკვაკულტურის ობიექტს უნდა ახლდეს მისი აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ამ დოკუმენტის გაცემის უფლება აქვს აკვაკულტურის სუბიექტს.
თავი X. ინფორმაციის საჯაროობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/34.md
