---
title: "მუხლი 34. აკვაკულტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/34"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "34"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. აკვაკულტურასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/34

1. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის წესი განისაზღვრება ამ მუხლით.

2. აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვასთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სააგენტოს ვებგვერდზე კომენტარის სახით დააფიქსიროს თავისი მოსაზრება/შენიშვნა გამოქვეყნებული მასალების შესახებ ან საჯარო განხილვის დროს საჯარო კონსულტაციების მისაღებად.

3. სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას;
ბ) გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო განხილვის დროს კონსულტაციების გაწევისას საზოგადოების მიერ გამოთქმული მოსაზრებების/შენიშვნების და საჯარო განხილვის შედეგების გათვალისწინებას, აგრეთვე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას;
გ) ამ კანონის შესაბამისად განხორციელებული ეკოლოგიური მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებას.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №796 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/35.md
