---
title: "მუხლი 36. ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოსთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდებისა და ხელის შეწყობის ვალდებულება — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/36"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "36"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოსთვის ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდებისა და ხელის შეწყობის ვალდებულება — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/36

1. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ამ კანონით განსაზღვრული ზედამხედველობის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში მას მიაწოდოს ინფორმაცია, დოკუმენტები, ნიმუშები და მასალები და გაუწიოს ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად აუცილებელი სხვა სახის დახმარება.

2. ნებისმიერი პირი, რომელიც აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს, ვალდებულია ზედამხედველობის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს მისცეს ამ საქმიანობის განხორციელების ადგილზე შესვლისა და მოწყობილობისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობის უფლება ამ ორგანოს მიერ თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/37.md
