---
title: "მუხლი 7. აკვაკულტურის ნებართვა — აკვაკულტურის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/7"
law: "აკვაკულტურის შესახებ"
article: "7"
identifier: "6408-IIს"
adopted: "2020-06-24"
consolidated_as_of: "2025-06-26"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. აკვაკულტურის ნებართვა — აკვაკულტურის შესახებ

> Text consolidated as of 2025-06-26. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აკვაკულტურის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2025-06-26), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/7

1. აკვაკულტურის საქმიანობა ხორციელდება აკვაკულტურის ნებართვის საფუძველზე.

2. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართოს წერილობითი განაცხადით (დასაბუთებული მოთხოვნით), რათა სახელმწიფო ან ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტი, აგრეთვე მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელებისთვის გამოიყენოს, და მოითხოვოს აკვაკულტურის ნებართვის გაცემა.

3. აკვაკულტურის ნებართვა გაიცემა 20 წლამდე ვადით. ამ ნებართვის მოქმედების ვადა შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არაუმეტეს 20 წლით გაგრძელდეს.

4. აკვაკულტურის ნებართვა ამ ნებართვის მფლობელს ანიჭებს უფლებას, აკვაკულტურის საქმიანობა აღნიშნული ნებართვით განსაზღვრულ აკვაკულტურის საქმიანობის არეალში განახორციელოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4901055-akvakulturis-shesakheb/8.md
