---
title: "მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4921053-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4921053"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2020-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4921053-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/1

ამ კანონის მიზანია ამავე კანონში აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ პირის გათავისუფლება, რომლის მიმართაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4921053-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
