---
title: "მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4921053-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3"
law: "ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 4921053"
adopted: "2020-07-14"
consolidated_as_of: "2020-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3 — ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2020-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4921053-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/3

1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის საფუძველზე შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება.

3. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირს იმავე მუხლში აღნიშნული ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან და შესაბამისი საურავის აღუსრულებელი ნაწილისგან გასათავისუფლებლად არ მოეთხოვება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირებისთვის მიმართვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4921053-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4921053-administratsiuli-sakhdelisgan-gatavisuplebis-shesakheb/4.md
