---
title: "მუხლი 1 — ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4922354-obiektis-daumtavrebel-msheneblobad-gansazghvris-shesakheb/1"
law: "ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4922354"
adopted: "2020-07-10"
consolidated_as_of: "2020-07-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1 — ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ

> Text consolidated as of 2020-07-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2020-07-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4922354-obiektis-daumtavrebel-msheneblobad-gansazghvris-shesakheb/1

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 17
5
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. ობიექტი მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთანავე, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული;
ბ) მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ და ამასთანავე, ამ ობიექტზე დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის, დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4922354-obiektis-daumtavrebel-msheneblobad-gansazghvris-shesakheb/2.md
