---
title: "მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/1"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის მიზანი და მოქმედების სფერო — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/1

1. ამ კანონის მიზანია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა.

2. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და დებულებების შესაბამისად, ეს კანონი ადგენს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის დროს ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების ძირითად პირობებსა და წესებს.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/2.md
