---
title: "მუხლი 10. ჯამური ხარჯები — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/10"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ჯამური ხარჯები — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/10

ადმინისტრაციული, გაყიდვების და სხვა ხარჯების, აგრეთვე მოგების ოდენობები განისაზღვრება წარდგენილი შესწავლის ობიექტის ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ  ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში მსგავსი პროდუქტის წარმოებისა და გაყიდვების შესახებ ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე. თუ ამ ოდენობების აღნიშნული მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა შეუძლებელია, ისინი განისაზღვრება:
ა)  ფაქტობრივი  ოდენობით,  რომელიც  მიღებულია  შესწავლის  ობიექტის ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე იმავე კატეგორიის პროდუქტის წარმოებით ან გაყიდვებით;
ბ) ფაქტობრივი ოდენობის საშუალო შეწონილით, რომელიც მიღებულია შესწავლისადმი დაქვემდებარებული სხვა ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე მსგავსი პროდუქტის წარმოებითა და გაყიდვებით;
გ) ნებისმიერი სხვა გონივრული მეთოდით, იმ პირობით, რომ ამ მეთოდით განსაზღვრული მოგების ოდენობა არ აღემატება სხვა ექსპორტიორის ან მწარმოებლის მიერ მსგავსი პროდუქტის წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე იმავე კატეგორიის პროდუქტით ვაჭრობისას მიღებული მოგების ოდენობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/11.md
