---
title: "მუხლი 11. საექსპორტო ფასი — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/11"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. საექსპორტო ფასი — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/11

1. საექსპორტო ფასი არის ფასი, რომელიც გადახდილია ან ექვემდებარება გადახდას შესწავლის ობიექტის ექსპორტიორი ქვეყნიდან გაყიდვის დროს.

2. შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასის შესახებ ინფორმაციის არარსებობისას ან ექსპორტიორსა და იმპორტიორს ან მესამე მხარეს შორის კავშირის ან კომპენსაციის თაობაზე შეთანხმების არსებობის გამო საექსპორტო ფასის საიმედოობასთან დაკავშირებით შესწავლის ორგანოს გონივრული ეჭვის არსებობისას შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი შეიძლება გაანგარიშდეს:
ა) იმ ფასის საფუძველზე, რომლითაც იმპორტირებული პროდუქტი პირველად გაიყიდა დამოუკიდებელ მყიდველზე;
ბ) სხვა გონივრული მეთოდით, რომელსაც განსაზღვრავს შესწავლის ორგანო, თუ იმპორტირებული პროდუქტი არ გაიყიდა დამოუკიდებელ მყიდველზე ან ისეთი ფორმით, რომლითაც ის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იქნა იმპორტირებული.

3. თუ შესწავლის ორგანო პროდუქტის ნორმალურ ღირებულებას წარმოშობის ქვეყნის მიხედვით განსაზღვრავს, შესწავლის ობიექტის საექსპორტო ფასი იმ ფასის საფუძველზე გაანგარიშდება, რომლითაც შესწავლის ობიექტი ექსპორტის განხორციელების მიზნით გაიყიდა წარმოშობის ქვეყნის ბაზარზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/12.md
