---
title: "მუხლი 13. შედარების მეთოდები — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/13"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. შედარების მეთოდები — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/13

1. დემპინგური ზღვარი დგინდება პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის ყველა შესადარებელი საექსპორტო პარტიის ფასის საშუალო შეწონილ ფასთან შედარებით ან პროდუქტის ნორმალური ღირებულების ცალკეული გარიგებების საექსპორტო ფასებთან შედარებით.

2. პროდუქტის ნორმალური ღირებულების საშუალო შეწონილი ფასის ცალკეული გარიგებების საექსპორტო ფასებთან შედარება შესაძლებელია, თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ საექსპორტო ფასები არსებითად განსხვავდება მყიდველის, რეგიონის ან პროდუქტის მიწოდების პერიოდის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში შესწავლის ორგანო განმარტავს, რატომ არ შეიძლება, ამგვარი განსხვავებები გათვალისწინებულ იქნეს საშუალო შეწონილი ფასის საშუალო შეწონილ ფასთან ან გარიგების გარიგებასთან შედარების გამოყენებისას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/14.md
