---
title: "მუხლი 14. ზიანის დადგენა — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/14"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. ზიანის დადგენა — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/14

1. დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის  მიყენებული ზიანის ან მისთვის ზიანის მიყენების საფრთხის დადგენა და მიზეზშედეგობრივი  კავშირის არსებობის დადგენა ხორციელდება დემპინგური იმპორტის მოცულობის, აგრეთვე დემპინგური იმპორტის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის ფასებზე გავლენისა და ამ პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებზე გავლენის ანალიზის საფუძველზე.

2. ზიანის მიყენების საფრთხის დადგენა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ვარაუდებსა და დაუსაბუთებელ მტკიცებულებებს, არამედ იმ ფაქტს, რომ გარემოებების ცვლილებით შექმნილი სიტუაციის შედეგად დემპინგით მისაყენებელი ზიანის მიყენების საფრთხე აშკარა და გარდაუვალია.

3. შესწავლის  ორგანო,  დემპინგური  იმპორტის გარდა,  აანალიზებს მისთვის ცნობილ სხვა ფაქტორებს, რომლებიც იმავდროულად ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას. თუ ადგილობრივ ინდუსტრიას დემპინგურ იმპორტთან ერთად ზიანს აყენებს სხვა, დემპინგური იმპორტისგან დამოუკიდებელი ფაქტორები, ამ ფაქტორებით გამოწვეული ზიანის დემპინგურ იმპორტთან დაკავშირება დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/15.md
