---
title: "მუხლი 16. ვალდებულება ფასთან მიმართებით — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/16"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. ვალდებულება ფასთან მიმართებით — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/16

1. შესწავლა  შეიძლება  წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების გარეშე შეჩერდეს ან შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტიორი  წერილობითი ფორმით აიღებს ნებაყოფლობით ვალდებულებას (შემდგომ − ვალდებულება), გადახედოს შესწავლის ობიექტის დადგენილ ფასს ან შეწყვიტოს შესწავლის ობიექტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური ფასით ექსპორტი, და ვალდებულების ანალიზის შედეგად შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ მისი მიღება აღმოფხვრის დემპინგური იმპორტით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს.

2. ამ  მუხლის  პირველი  პუნქტით  განსაზღვრული  ვალდებულების თანახმად,  შესწავლის ობიექტის გაზრდილი ფასი დემპინგურ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ფასი დემპინგურ ზღვარზე დაბალი შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ზრდა საკმარისია დემპინგური იმპორტით ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად.

3. ვალდებულების აღება ექსპორტიორს შეიძლება შესთავაზოს შესწავლის ორგანომ, მაგრამ ექსპორტიორის მიერ ვალდებულების აღება ნებაყოფლობითია. ის გარემოება, რომ ექსპორტიორს არ შესთავაზებენ ვალდებულების აღებას ან ის არ აიღებს ვალდებულებას, არ აბრკოლებს შემთხვევის განხილვას. შესწავლის ორგანო თვითონ განსაზღვრავს, რომ დემპინგური იმპორტის გაგრძელების შემთხვევაში იარსებებს ზიანის მიყენების საფრთხე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/17.md
