---
title: "მუხლი 18. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/18"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/18

1. შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობა შემოიღებს სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს იმ შესწავლის ობიექტზე, რომელიც ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებს.

2. საქართველოს მთავრობა პირის მიერ ექსპორტირებულ ან/და წარმოებულ პროდუქტზე სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს ინდივიდუალურად, არადისკრიმინაციულობის საფუძველზე შემოიღებს.

3. შესწავლის ორგანო ადგენს, არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფი (სატარიფო განაკვეთი) საკმარისი ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. თუ შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე დაბალი ტარიფი (სატარიფო განაკვეთი) საკმარისია ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი ამ ტარიფს (სატარიფო განაკვეთს) არ უნდა აღემატებოდეს.

4. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი ინტერესები.

5. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირებას ახორციელებს შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/19.md
