---
title: "მუხლი 21. იმპორტის უმნიშვნელო მოცულობა და მინიმალური დემპინგური ზღვარი — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/21"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. იმპორტის უმნიშვნელო მოცულობა და მინიმალური დემპინგური ზღვარი — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/21

შესწავლის ორგანო შესწავლას არ დაიწყებს ან მიიღებს გადაწყვეტილებას შესწავლის დაუყოვნებლივ დასრულების შესახებ, თუ იგი წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაადგენს, რომ:
ა)  შესწავლის  ობიექტის  რომელიმე  ქვეყნიდან საქართველოში  განხორციელებული იმპორტის მოცულობა უმნიშვნელოა − მსგავსი პროდუქტის მთლიანი იმპორტის 3 პროცენტზე ნაკლებია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსგავსი პროდუქტის მთლიან იმპორტში ასეთი ქვეყნებიდან იმპორტის ჯამური წილი 7 პროცენტზე მეტია;
ბ) დემპინგური ზღვარი 2 პროცენტზე ნაკლებია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/22.md
