---
title: "მუხლი 23. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობა — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/23"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობა — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/23

1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია მიიღოს ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ ამ ღონისძიების შემოღება მთლიანად ან ნაწილობრივ ზიანს მიაყენებს ეკონომიკის სხვა დარგს ან პროდუქტის მომხმარებელთა ინტერესებს ან განპირობებული იქნება სახელმწიფო საჭიროებით.

2. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

3. ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გადახედილ იქნეს 1 წლის ვადაში, თუ მისი მიღების მიზეზი შეიცვალა.

4. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ანტიდემპინგური ღონისძიების გამოუყენებლობის თაობაზე ინფორმაციის გამოქვეყნებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/24.md
