---
title: "მუხლი 25. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შეტყობინების გაგზავნა (ნოტიფიკაცია) — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/25"
law: "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 4923585"
adopted: "2020-07-13"
consolidated_as_of: "2023-11-29"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის შეტყობინების გაგზავნა (ნოტიფიკაცია) — ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ

> Text consolidated as of 2023-11-29. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2023-11-29), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/25

საქართველოს მთავრობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ანტიდემპინგური ღონისძიების კომიტეტს მის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად:
ა) უგზავნის შეტყობინებას (ახდენს ნოტიფიკაციას) ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის დაწყებისა და განხორციელების პროცედურების შესახებ;
ბ) უგზავნის შეტყობინებას (ახდენს ნოტიფიკაციას) ყველა განხორციელებული წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების ან სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიების შესახებ;
გ) წელიწადში 2-ჯერ, სტანდარტული ფორმის შესაბამისად წარუდგენს დასკვნას გასული 6 თვის განმავლობაში განხორციელებული ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ.
თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4923585-vachrobashi-antidempinguri-ghonisdziebis-shemoghebis-shesakheb/26.md
